«დაუძინებელი მეგობრები» მას მიშაშკინს უწოდებენ. დაიბადა 8 აგვისტოს – 2008 წლის ომის დაწყების დღეს, ოღონდ ზუსტად 33 წლით ადრე. როცა სააკაშვილი «კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას» ცეცხლითა და მახვილით ცდილობდა, მას ქრისტეს ასაკი შეუსრულდა, თუმცა ქრისტეს კვალი მის ბიოგრაფიაში არ იკითხება.
1992-93 წლებში არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა. იმავე წლებში, 18-19 წლის ასაკში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში ახერხებდა მუშაობას. 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს. 1996 წელს ჯარში გაუწვევიათ (წოდებით უმცროსი ლეიტენანტია), თუმცა ამის შესახებ ცნობა ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის. გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მას ამ პერიოდში არც სწავლა შეუწყვეტია და, მეტიც, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 1997 წელს, მუშაობა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში დაუწყია (BAR) დირექტორის თანაშემწედ. მონაწილეობდა საქართველოს სასამართლოს რეფორმის მომზადებაში. 1998 წლიდან აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საქართველოს პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა, 2001-2008 წლებში _ პოლიტიკური პროგრამების დირექტორად, ხოლო 2008 წლიდან IRI-ის საქართველოს პროგრამის დირექტორი იყო. როგორ დააღწია თავი ჯარში სამსახურს მომავალმა თავდაცვის მინისტრმა, უცნობი რჩება.
10 წლის განმავლობაში, 1998-დან 2008 წლამდე, ვიდრე საქართველოში არჩევნები უმოწყალოდყალბდებოდა, იგი სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგსა და მენეჯმენტშიმონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში,რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2009 წლის 6 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დაინიშნა, ზუსტად 10 თვეში, 7 დეკემბერს, კი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
ეს ორი შეუთავსებელი პოსტი, მეციხოვნისა და ნომერ პირველი პედაგოგის, მისთვისერთნაირად ორგანული აღმოჩნდა, მით უფრო, რომ სკოლებსაც ისევე მართავდა, როგორცციხეებს, თუმცა განათლების მინისტრად დანიშვნამდე ორი თვით ადრე შაშკინი ამერიკაშითვით სენატორ მაკკეინს სტუმრობდა. შაშკინის კარიერულ წინსვლაში ექსპერტები სწორედმაკკეინის უხილავ ხელს ხედავენ. IღI, რომელშიც შაშკინი 10 წელი წამყვან თანამდებობებზემუშაობდა, არაერთხელ იყო შემჩნეული სოციოლოგიური კვლევების, რბილად რომ ვთქვათ,ერთობ საეჭვო შედეგების გამოქვეყნებაში.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე 2009 წელს წერდა: «IRI-ის კვლევის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ, რომმისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო ამორგანიზაციაში წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს მთავრობის წევრი, ახალიდემოკრატიული ტალღის წარმმართველი და ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი. ბატონი მაკკეინისაქართველოს მეგობარია, ამავე დროს, იგი საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილსააკაშვილის მეგობარია, ბატონი შაშკინი კი _ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და უახლოესითანამებრძოლი».
დღესაც არშემდგარი უმცროსი ლეიტენანტის თავდაცვის მინისტრად გამწესებაში უკანა პლანზე მაკკეინის ჩრდილი მოჩანს. ამერიკელი «ქორი» 2008 წელსაც აქეზებდა სააკაშვილს და არც ახლა უნდა იყოს შემთხვევითი საქართველოს ხელისუფლების საომარი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების წინ. მაკკეინის პროტეჟეც, სწორედ რომ დროულად, სწორედ თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე შაშკინი საზოგადოებისთვის ავად ცნობილ ბაჩო ახალაიასცვლის. იმ ბაჩო ახალაიას, რომლის დანიშვნა სააკაშვილს იმავე 2009 წელს მეთიუ ბრაიზასშემცვლელმა _ თინა კაიდენაუმ ვერაფრით გადააფიქრებინა. მაშინ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი იმედოვნებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, უფრო პრინციპულ პოზიციას გამოიჩენდა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. საუბარი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის _ თინა კაიდენაუს პოზიციაზე, რომელიც კავკასიის პრობლემებს კურირებდა. კაიდენაუმ 2009 წლის სექტემბერში ოპოზიციის ლიდერებთან ჩაატარა შეხვედრები. ქართველი ოპოზიციონერები კმაყოფილები დარჩნენ. «თინა კაიდენაუს ღრმად ესმის საქართველოში მიმდინარე პროცესები, მას შეუძლიასიტუაციის სწორად გაანალიზება და ხედავს, რეალურად რა ხდება ფასადს მიღმა», – განაცხადა მაშინ ნინო ბურჯანაძემ. სწორედ მან გაახმაურა, რომ აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიაღშფოთებული და შოკირებული იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზეოდიოზური ფიგურის – ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო.
«პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილებით დაგვანახა, რომ მას არმიისგამოყენება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სურს», _ განუცხადა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ «რეზონანსს». როგორც ცნობილია, აგვისტოს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ «საკადრო კარუსელი» აამუშავა. მან თავდაცვის მინისტრის პოსტზე 29 წლის ბაჩო ახალაია დანიშნა, რომელსაც «სიკვდილის ესკადრონების» საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ეს სპეცდანაყოფები, ოპოზიციის მტკიცებით, რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან ანგარიშის გასასწორებლად გამოიყენებოდა. თავად მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ «თავდაცვით უწყებაში მკაცრი ხელია» საჭირო და არანაირ დათმობებზე არ წავიდა.
ნიშნავს თუ არა ბაჩო ახალაიას შაშკინით ჩანაცვლება იმას, რომ სააკაშვილი აღარ აპირებს«არმიის გამოყენებას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის»? იქნებ პირიქით,მას ახლა ყველაზე «მკაცრი ხელი» სწორედ პოლიციაში სჭირდება? უკვე გამოჟონა ინფორმაციამ,რომ მერაბიშვილმა ოპოზიციის ცალკეული ლიდერების დაპატიმრებაზე უარი თქვა. არჩევნებისწინ კი შიშისა და ტერორის დათესვა ახალაიაზე უკეთ, ნაკლებ სავარაუდოა, ვინმემ მოახერხოს.თავად შაშკინი კი საჯაროდ დებს პირობას, რომ «ბაჩო ახალაიას რეფორმებს გააგრძელებს».
ამ ორ მინისტრს ერთი რამ უდავოდ აერთიანებს: ორივე სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა. პატიმრების მდგომარეობა მათი მინისტრობისას უკიდურესად დამძიმდა. ორივემ შეინარჩუნა ეს ტენდენცია შემდგომ პოსტებზე; შაშკინის ხელში პედაგოგების მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ახალაიას ხელში _ სამხედროების. თუმცა არის კიდევ ერთი საერთო შტრიხი მათ ბიოგრაფიაში: ახალაიაც ისე დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, რომ ჯარში არ უმსახურია. იმ დროს იგი «თავისუფლების ინსტიტუტში» მსახურობდა.
52-ე რუსულენოვანი სკოლის დამთავრების მიუხედავად, შაშკინი კახა ლომაიაზე უკეთ ფლობს ქართულ ენას. ეს მითუფრო მისასალმებელია, თუ ინტერნეტ-ფორუმზე გამოქვეყნებულ ერთ ინფორმაციას გავეცნობით:
«ეროვნების მიხედვით არ ვახდენ არავის შეფასებას, მაგრამ ოჯახი და ბიოგრაფია არ არისუინტერესო. შაშკინის დედა _ ტანია პოსოხოვა დაიბადა და გაიზარდა თელავში. ვინც თელავსარ იცნობს, ეს არის სუფთა ქართული ქალაქი, რომელშიც ნებისმიერი ეროვნება მეტყველებსქართულად. პოსოხოვების ოჯახის ყველა წევრმა (ტანიას გარდა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს)ისე დაამთავრა ამქვეყნიური მარათონი, ქართული სიტყვა არ იცოდა არც ერთმა (იყო აქპრინციპულობის მომენტიც). მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის. იმ უბანში, სადაც ტანიაგაიზარდა, ცხოვრობდა მისივე თანატოლი ერთი უპატრონო გოგო _ დალი, გვარი არ მახსოვს,რაღაც საკითხზე მოუვიდათ უსიამოვნება და ამ ტანიას მამამ _ გავრილა პოსოხოვმა ქუჩაში ისესცემა ეს უპატრონო დალი, მეზობლებმა ძლივს გამოწიწკნეს ხელიდან. თვითონ ამ შაშკინმა რადააშავა, მაგრამ იმ ამბის გამო მძულს მთელი ეგ ოჯახი».
მართლაც, რა დააშავა შაშკინმა, გავა წლები და ისიც, სხვა ბევრი კონფორმისტივით, იტყვის: «ასეთი დრო იყოო»! ასევე იტყვის ბაჩო ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, კახა ლომაია, სხვები და სხვები...
2010 წელს ჟურნალისტი მადლენა მაჭარაშვილი წერდა: «საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა». ამ პრინციპით განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს მთავარ პროკურატურას წინამორბედი მინისტრების: ლომაიას, ნოდიასა და გვარამიას ფინანსური დარღვევების შესწავლას სთხოვს. «თავისუფლებისინსტიტუტის» წარმომადგენლისა და დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანლის _ თეათუთბერიძის ინფორმაციით კი, შაშკინს თავად ედება ბრალი სახელმწიფო შესყიდვების დროსფულის გაფლანგვაში, ტენდერების კანონდარღვევით ჩატარებასა და თანამშრომელთაშტატების ხელოვნურად გაზრდაში».
მაშინ ჟურნალისტი ვერ წარმოიდგენდა, რომ განათლების მინისტრი თავდაცვის მინისტრად გადაიქცეოდა, თუმცა პრინციპი «საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა» თავდაცვის სამინისტროშიც ისევე გაჭრის, როგორც განათლებისაში. ყოველ შემთხვევაში, ახალი თავდაცვის მინისტრი თავდასხმისთვის რომ მუდამ მზადაა, ეს მან ამას წინათ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის მყისიერი გათავისუფლებითაც დაადასტურა.
ციხეების მინისტრობიდან განათლების სამინისტროში შაშკინმა თან წაიყოლა საკუთარი მოადგილე – აკაკი სეფერთელაძე, ხოლო მეორე მოადგილის _ ლევან ზარანდიას კანდიდატურა მის შემცვლელად განიხილებოდა, მაგრამ ხათუნა კალმახელიძემ მას არა მარტო სავარძელი აართვა, არამედ სამინისტროც დაატოვებინა. 2010 წელს კალმახელიძის მიერ მოხსნილ ლევან ზარანდიას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ იარაღის იმპორტი ჩააბარა.
ერთი სიტყვით, მიუხედავად ათასი კარუსელისა, ნაცმოს მინისტრები ერთმანეთში საერთოენას ყოველთვის მოძებნიან, სამეგობროც საერთო ჰყავთ და ინტერესებიც. მთავარია,ხელისუფლება შეინარჩუნონ, ხოლო ამისთვის ყველა მიშაშკინი ყველაფერზეა წამსვლელი.