ბოლო დროს ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის: «ნაციონალები» მარცხდებიან, სააკაშვილის მდგომარეობა რთულდება. ასახავს ეს ფრაზები რეალობას თუ საქმე უსაფუძვლო ფანტაზიებთან გვაქვს? ამ ფართოდ გავცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებული სიტუაცია აშკარად დაკვირვებას მოითხოვს. ამისთვის ამერიკელი პოლკოვნიკის _ ჯონ ბოიდის თეორიას გამოვიყენებ, რომელიც სამხედრო კონფლიქტების მართვისთვის შეიქმნა, შემდგომ კი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები დააინტერესა.
ბოიდის «დოგმა» და გამარჯვების ალგორითმი
ვიდრე სააკაშვილამდე მივალთ, მცირე შესავალი დაგვჭირდება. ის შეიძლება არცთუ სახალისოდ და ოდნავ გადატვირთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სასურველი მიზნის მისაღწევად ეს აუცილებელია. მაშ, ასე:
ჯონ რიჩარდ ბოიდი 1927 წელს დაიბადა, სწავლობდა აიოვის და ჯორჯიის უნივერსიტეტებში, 1945-51 წლებში აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავი იყო, მონაწილეობდა რამდენიმე საჰაერო ბრძოლაში კორეაში. 60-იანების დასაწყისში მათემატიკოს ტომას კრისტისთან ერთად მუშაობდა საჰაერო ბრძოლის თეორიაზე «ენერგია-მანევრულობა» («ე-მ თეორია»), რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკული თვითმფრინავების _ «ფ-15»-ისა და «ფ-16»-ის პროგრამებზე. 1975 წლიდან ის პენტაგონში, სისტემური ანალიზის განყოფილებაში მუშაობდა. მას მიაწერენ ერაყის პირველი ომის სტრატეგიის შემუშვებას; აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი სარდლის _ ჩარლზ კრულაკის თქმით, «ბოიდი ამ გამარჯვების არქიტექტორი იყო». ჯონ ბოიდი 1997 წელს გარდაიცვალა.
არსებითად ბოიდმა კლაუზევიცის სტრატეგიის მოდიფიცირება და თანამედროვე რეალიების მიმართ ადაპტირება მოახდინა. მისი თეორია ოთხ ძირითად საყრდენს ეფუძნება: ჰედელის თეორემასარასრულობის შესახებ, ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრიციპს, თერმოდინამიკის მეორეკანონს და ბუნებრივი გადარჩევის პროცესს, რომელიც ბოიდმა სოციალურ გარემოს მიუსადაგა. ბოიდი მივიდა დასკვნამდე, რომ მოქმედება უნდა ხორციელდებოდეს განუწყვეტელ ციკლში იმისგათვალისწინებით, რომ გარემო მუდმივად იცვლება. მისი თეორიის მთავარ ელემენტსწარმოადგენს ციკლი OODA (Observe-Orient-Decide-Act). თუ ამას ქართულად გადავთარგმნით (დაკვირვება-ორიენტაცია-გადაწყვეტილება-მოქმედება), შედეგად დასამახსოვრებელ აბრევიატუარას _ «დოგმ»-ას მივიღებთ. პენტაგონის მთელ რიგ ოფიციალურ, დოქტრინალური ხასიათისდოკუმენტებში ეს ციკლი განიხილება, როგორც გადაწყვეტილების მიღების ერთიანი ტიპურიმოდელი საკუთარი და მოწინააღმდეგის ძალების მართვის სისტემებისთვის.
დაკვირვება გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ინფორმაციის შეგროვების პროცესია, რომელიც გარე და შიდა (უკუკავშირი) წყაროებიდან მიიღება.
ორიენტაცია ყველაზე რთული ეტაპია, რომელიც ორი _ «დესტრუქციის» და «შექმნის» ქვეეტაპებისგან შედგება. დესტრუქცია გულისხმობს სიტუაციის დაშლას მცირე ფრაგმენტებად, რომელთაგან თითოეული აღსაქმელად უფრო იოლია და მისი გადაწყვეტისთვის სტანდარტული ან მასთან მიახლოებული სცენარი არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ხდება სიტუაციის იდენტიფიცირება იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომელთა გადაჭრა (ან ამის მოდელირება) უკვე მოხდა. როდესაც მოძებნილია გეგმები ყველა ქვეამოცანის გადაწყვეტისთვის, მათგან ერთიანი გეგმის «შექმნის», აწყობის ეტაპი იწყება. თუ ამ ეტაპზე რეალისტური გეგმის შემუშავება ვერ ხერხდება, ხდება დაბრუნება უკან და გრძელდება პრობლემური სიტუაციის შემდგომი დაშლა მარტივ მამრავლებად.
გადაწყვეტილება რამდენიმე გეგმიდან ერთ-ერთის შერჩევა და მისი რეალიზებაა, თუ ვარიანტი ერთია (იდეაში, თავისუფალი არჩევანი სამი ვარიანტიდან იწყება), უბრალოდ, _ გადაწყვეტილების მიღება.
მოქმედება ციკლის დასკვნითი ეტაპია, გეგმის პრაქტიკული რეალიზებით; მის ბოლოს ჩვენ შეცვლილი სიტუაციის დაკვირვების ეტაპზე გადავდივართ.
წარმატების მიღწევა ამ მოდელის ფარგლებში ორი გზით (ერთი მეორეს არ გამორიცხავს)შეიძლება: 1) საკუთარი ციკლების უფრო სწრაფი გავლა, რაც მოწინააღმდეგეს იძულებითრეაგირების რეჟიმში აგდებს და, რაც უფრო მეტად ჩამორჩება ის, მით უფრო უახლოვდებასისტემურ კრიზისს; 2) საკუთარი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლება დამოწინააღმდეგისთვის ამ კუთხით პრობლემების შექმნა.
საუბარი ბოიდის თეორიასა და «დოგმ»-ის თითოეულ ეტაპზე ძალიან დიდხანს შეიძლება, თუმცა, ალბათ, დროა, დავუბრუნდეთ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას და განვიხილოთ მათი ბოლოდროინდელი მოქმედება «ბოიდის ციკლთან» მიმართებაში.
თვალდახუჭული და გზააბნეული
პრობლემები სააკაშვილის ხელისუფლებას «დოგმ»-ის პირველსავე, «დაკვირვების» ეტაპზე ექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს სრულად აკონტროლებს სახელისუფლო სტრუქტურებს, რომელთაც, პრინციპში, ძალიან მასშტაბური მონიტორინგის წარმოება შეუძლიათ, წლების განმავლობაში ხდებოდაინფორმაციის დამახინჯება, მისი მისადაგება სამყაროს იმ სურათის მიმართ, რომლის ხილვამიხეილ სააკაშვილს სურდა, უხეშად რომ ვთქვათ, სააკაშვილამდე ცუდი ამბების მიტანასერიდებოდნენ.
ამიტომ, როდესაც სისტემა (უფრო ზუსტად კი მისი «საცეცები», რომელთაც ინფორმაციის შეგროვება და პირველადი ანალიზი ევალებათ) დგებოდა არჩევანის წინაშე: შეაფასოს ესა თუ ის მოვლენამოახლოებული კრიზისის ნიშნად თუ უფრო არხეინი ინტერპრეტაცია მისცეს ან სულაცმიაჩუმათოს, ის მეორე ვარიანტისკენ იხრებოდა. ამ მიდგომის შედეგია ის, რომ დღესგადაწყვეტილების მიმღებნი (სააკაშვილი და მისი გარემოცვა) სიტუაციას თითქოსდა მრუდესარკეში ხედავენ, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას მეტად ურთულებს.
ახალი ამაში არაფერია, ეს გზა არაერთმა ავტორიტარმა, განსაკუთრებით კი მენტალურად არამდგრადმა მმართველმა, გაიარა.
მართალია, ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას ფლობდეს, მაგრამ, როდესაც ის სააკაშვილამდე მიაქვთ, «მრუდე სარკის ეფექტი» მაინც მოქმედებს. სწორედ აქედან მოდის ის შოკი, თანმდევი პანიკით, რომელშიც ხელისუფლება (და, უპირველეს ყოვლისა, სააკაშვილი) ვარდება, როდესაც რაღაც მოულოდნელს ეჯახება. არადა, ეფექტური, «ნორმალური» ხელისუფლებისთვის 99% შემთხვევაში, შიდაპოლიტიკურ სფეროში არაფერი მოულოდნელი არ უნდა ხდებოდეს, რადგან სახელმწიფო სტრუქტურების რესურსები, რომელთაც მმართველი პარტია თავისი მიზნებისთვის იყენებს, საფრთხის საწყის ეტაპზე ამოცნობის, მის შესახებ პრაქტიკულად ამომწურავი ინფორმაციის მუდმივი მოპოვების შესაძლებლობას იძლევიან. ფაქტია, სააკაშვილი არ ელოდა ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში ამფორმით და გაქანებით, ვერ განჭვრიტა წინასწარ მთელი რიგი მისი ნაბიჯებისა და სწორედაქედან დაიწყო «ნაციონალების» ჩამორჩენა «ბოიდის სპირალზე» გამართულ დოღში. ვერაფერსვიზამთ, საკუთარ ფანტაზიებში ცხოვრებისა და ობიექტური ინფორმაციისგან დისტანცირებისსურვილმა ზოგადად ასე იცის.
რაც უნდა გაეკეთებია ხელისუფლებას ბოლო თვეებში, სრულიად ველური იქნებოდა ეს თუ შედარებით გონივრული, არსებითად მისი ნაბიჯები იქნებოდა რეაქცია ივანიშვილის მოქმედებაზე და ეს მთლიანობაში ინიციატივის დაკარგვის შთამბეჭდავ სურათს შექმნიდა. რამდენი თეფში დაამონტაჟა «გლობალ ტივიმ», ვიდრე ხელისუფლებამ საკუთარი ტაქტიკა შეიმუშავა (რამდენად უღირდა «თეფშებთან ბრძოლა» საერთოდ, ცალკე საკითხია), თანაც ისეთი, რომ ყველაზე ოდიოზური დიქტატურების თანამოაზრედ წარმოჩინდა, «მასტ ქერის» პრინციპი დათმო და ირიბად გააღვივა საზოგადოების ინტერესი «მეცხრე არხის» მიმართ? რამდენი წარმატებული, რეზონანსული შეხვედრა ჩაატარა ივანიშვილმა სოფლებში, ვიდრე ხელისუფლებამ მოამზადა «სპეცოპერაცია» სოფელ მერეთში, რომელმაც თავისი ბარბაროსული იდიოტიზმით შინ თუ გარეთ ყველა გააოგნა? ხელისუფლებამ დახარჯა ასობით ადამიანის სამუშაო დრო, ნერვები და (სხვათა შორის, ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული, სახელმწიფო) რესურსები იმაზე, რომ «ქართული ოცნების» აქციაზე ამა თუ იმ რეგიონში რამდენიმე ათასით ნაკლები ადამიანი მისულიყო. შედეგი: დახარჯული დრო, დაწყვეტილი ნერვები, შელახული იმიჯი და საყოველთაო რეაქცია «ნახე რამდენნი შეიკრიბნენ, არ შეუშინდნენ».
დროის დეფიციტმა, ჩამორჩენამ, არასაკმარისმა ინტელექტუალურმა რესურსმა «ორიენტაცია-გადაწყვეტილების» ეტაპებზე ხელისუფლება მიიყვანა შაბლონამდე «დათრგუნვა ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ სიტუაციაში», რაც თავისთავად სტრატეგიულ მარცხზე მიუთითებს. საინტერესოა, ვის მოუნდება საქმის დაჭერა პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც დათრგუნვის გარდა არაფრის შემოთავაზება შეუძლია?
დღესდღეობით მმართველი პარტიის სხვა, პოზიტიური გზავნილები დაიკარგა. მან საკუთარი კამპანიის საჭე ხელიდან გაუშვა, მხოლოდ ივანიშვილის მოქმედებაზე ძალისმიერი რეაგირებით დაკავდა და, რაც უფრო შორს მიდიოდა, სულ უფრო ირგებდა «გაგიჟებული დიქტატურის» იმიჯს, სწორედ ისე, როგორც ეს მოწინააღმდეგეს ჰქონდა ჩაფიქრებული.
დღევანდელი, ცუდად შენიღბული საუბრები ივანიშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე, დეპორტაციაზე ან სულაც ლიკვიდაციაზე სინამდვილეში სასოწარკვეთილების ნიშანია. ეს, სავარაუდოდ, იმის გაცნობიერებიდან მოდის, რომ მეტ-ნაკლებად პატიოსანი (თუნდაც ქართული საზომით) კონკურენციის პირობებში ხელისუფლება უიმედოდ მარცხდება.
ძალიან მოუქნელი სცენარების შემუშავება «ორიენტაციის» და შერჩევა «გადაწყვეტილების» ეტაპებზე ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილის ბანაკში საქმე არა შემოქმედებით პროცესთან, არამედ საშტაბო მუშაობის იმიტაციასთან გვაქვს. ასევე შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა წრეში, ზოგიერთი პირი პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს ან ორმაგი თამაში დაიწყო, ხოლო თავად სააკაშვილი რეალობას დაშორდა. ბოლო საკადრო გადაადგილებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სხვა ფაქტორებთან ერთად, სავარაუდოდ, იმის საბოლოო გააზრებამ შეასრულა, რომ სისტემა ცუდად მუშაობს და მმართველი პარტია სრული კრახისკენ მიექანება.
ასი გამარჯვების ფასი
თავის თეორიაში ჯონ ბოიდი ომს სამ ელემენტად ჰყოფდა. იმავეს გაკეთება პოლიტიკურ (ან ბიზნეს) კონფლიქტთან დაკავშირებითაც შეიძლება.
მორალური ომი: მოწინააღმდეგის გამარჯვების მიღწევაზე მიმართული ნების გატეხვა, არსებული ან პოტენციური მოკავშირეებისგან იზოლირების გზით და მის რიგებში რღვევის ხელშეყობით.
მენტალური ომი: მოწინააღმდეგის მიერ რეალობის აღქმის დეფორმირება და დამახინჯება დეზინფორმაციისა და სიტუციაზე არასწორი წარმოდგენის შექმნის გზით.
ფიზიკური ომი: მოწინააღმდეგის ფიზიკური რესურსების განადგურება (სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ეს შეიარაღების, ცოცხალი ძალის, ინფრასტრუქტურის და ა. შ. განადგურებას გულისხმობს, პოლიტიკასთან მიმართებაში კი საუბარი მოწინააღმდეგის რესურსების, მისი მხარდამჭერების რაოდენობის შემცირების არალეტალურ, «სამოქალაქო» მეთოდებს ეხება).
ბრძოლა სამივე მიმართულებით მიდის, თუმცა აშკარაა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სააკაშვილს მეორე, მენტალურ ასპექტში აქვს. ჩვენ უკვე შევეხეთ იმას, თუ რა დამართა მან საკუთარ ხელისუფლებას, სიტუაციის ადეკვატური შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ივანიშვილი მუდამ სთავაზობს მას ცრუ სამიზნეებს, სააკაშვილი «ვარდება», უტევს მათ, ყალბი დილემების წინაშე დგება, შორდება რეალობის ობიექტურ აღქმას და დროსაც კარგავს. დროის ეს ფლანგვა განაპირობებს სულ უფრო დიდ ჩამორჩენას «ბოიდის სპირალზე», რომელიც ცალკეული ციკლებისგან შედგება. ამასთანავე, მმართველი პარტია პრაქტიკულად ყოველთვის მიდის იმ მიმართულებით, საითაც ოპონენტს სურს და ხდება, სამხედროების ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, «სამიზნე, რომელიც მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობს», ხოლო, თუ ვითარებას მარტივი ენით აღვწერთ, «ვირი, რომელიც ცხვირწინ ჩამოკიდებულ სტაფილოს მისდევს».
ბევრი რამ სააკაშვილმა, შესაძლოა, საერთოდ ვერ შეამჩნია, მაგალითად, თუ როგორ ათამაშესის ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხში, როგორ გახადეს, მისი უშუალოთანამონაწილობით, კითხვა «გააყალბებს თუ არა?» ცენტრალურად მომავალ არჩევნებში დაპოტენციური დამნაშავის მანტია მოარგეს, როგორ სწრაფად დააგლეჯინეს საკუთარი ხელით«დემოკრატიის შუქურის» იმიჯის ნარჩენები და ა.შ.
ბოიდის თეორია იყო უბადლო (მაგრამ არა უნაკლო, რაც «მეორე ერაყსა» და ავღანეთში დადასტურდა) მცდელობა, დაძლეულიყო კონცეპტუალური ჩიხი, რომელშიც ამერიკელი (და არა მხოლოდ) სამხედროები XX საუკუნის ბოლოს შევიდნენ. საბოლოოდ, მათ გაიაზრეს, რომ «სუნ ძის მწვერვალი» კლაუზევიცის და ბოიდის სტრატეგიებზე გაცილებით მაღალია: «ას ბრძოლაში ასი გამარჯვების მოპოვება უპირატესობის მწვერვალი არაა. მოწინააღმდეგის არმიის დამორჩილება ბრძოლის გარეშე _ აი ესაა უპირატესობის ჭეშმარიტი მწვერვალი».
ბიძინა ივანიშვილმა უკვე აჩვენა, რომ «ასი ბრძოლის გზაზე» მას წარმატების მიღწევა შეუძლია,მაგრამ შეძლებს თუ არა ის, «სუნ ძის მწვერვალი» დაიპყროს და მოიპოვოს გამარჯვებასააკაშვილთან დაპირისპირებაში ისე, რომ ქვეყანას ყოვლისმომცველი, საბედისწეროკონფრონტაცია აარიდოს?
პასუხს ამ კითხვაზე არცთუ შორეულ მომავალში მივიღებთ.