შს მინისტრად ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, სავარაუდოდ, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძეც შეიცვლება და მის ადგილას კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილი, - ეს ის შესაძლო ცვლილებებია, რომელსაც წინსაარჩევნოდ ხელისუფლება განახორციელებს. სავარაუდოდ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის შეცვლას ელიან, ალბათ, ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან რამაზ ნიკოლაიშვილი და გიორგი ბარამიძე, რომლებიც მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან.
რას უკავშირდება მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები და რა შედეგზეა გათვლილი საკადრო გადანაწილება, ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:
- მართალი გითხრათ, ჩემთვის სიახლე არაფერია. ცვლილება არის სახელებსა და გვარებში. სახელების შეცვლით კი ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს ტაქტიკურად მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება, სისტემური ხარვეზები კი უფრო გამწვავდება. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად გაყვანას, ეს მისი დასუსტებაა, ვინაიდან ის უფლებებით პრემიერს ადრეც უტოლდებოდა. მგონი, სიახლე არავისთვის არის, რომ მას თითქმის ყველა საკითხის გადაწყვეტაზე მიუწვდებოდა ხელი. თუმცა, შს მინისტრობის დროს საკითხის შედეგზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ამიტომ იყო ის ძლიერი ფიგურა. ახლა კი უფლებებს პასუხისმგებლობაც დაემატა, ანუ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე პასუხი უნდა აგოს.
- თქვენი აზრით, რატომ დასჭირდათ ამ პერსონის შესუსტება ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე?
- არ ვიცი, მისი პერსონა მიზანმიმართულად დაასუსტეს თუ იძულებული გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ. შესაძლოა, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ ამით მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ პოლიციური სახელმწიფო გვაქვს. შს მინისტრის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირად დანიშვნას სხვა ახსნა არა აქვს. ამაზე უკვე ლაპარაკობენ უცხოელი პოლიტიკოსები... ნებისმიერ შემთხვევაში, საკადრო ცვლილება, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა და რომელსაც მომავალში სხვადასხვა, პირდაპირი და ირიბი საფუძველი ექნება, შეცდომაა და ხელისუფლებისთვის სასურველ შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შსს ვანო მერაბიშვილზე იყო აგებული. ინტენსიურად ჟონავდა ინფორმაცია თანამშრომლებისგან, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, ვანო მერაბიშვილი კი პირად პატრონად მიაჩნდათ. ასე რომ, შს მინისტრად ვინც უნდა დაინიშნოს, სტრუქტურული რყევა გარდაუვალია. მით უმეტეს, ისეთი ხელმძღვანელის მოსვლის შემთხვევაში, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია ან გოგა ბოკერია, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანები, ვინც საზოგადოებას დიდად გულზე არ ეხატება. შს სამინისტრო არ არის ის სტრუქტურა, სადაც ადამიანების შეშინება ფეხების ბაკუნით შეიძლება. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ამ თანამდებობაზე მერაბიშვილის გუნდიდან, გავლენიანი და ავტორიტეტული პირი დაენიშნათ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისეთი უწყების შესუსტება ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.
- ვანო მერაბიშვილმა 4-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც აქცენტი სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა გაკეთებული. გამოდის, სოციალური საკითხები ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი გახდა თუ მიხვდნენ, რომ ივანიშვილის პროგრამა მოგებაზე იყო გათვლილი?
- დიახ, მიხვდნენ, რომ სოციალური პრობლემები რეალურად არის. მაგრამ არ რცხვენიათ იმის აღიარებისა, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ, უმუშევრობა თურმე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ხელისუფლების ქმედებები ბოლო დროს ლოგიკურ ზღვარს გასცდა, - საკუთარ თავს ოპოზიციის მხრიდან ეჯიბრებიან და ეჩხუბებიან. აკრიტიკებენ იმაში, რომ ქვეყანაში თურმე უმუშევრობა ყოფილა, ანუ აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრემიერ-მინისტრი, ისინი კი ოპოზიციიდან ეკამათებიან, რომ მანკიერი სოციალური სისტემა და ბიზნესგარემო ყოფილა. სასაცილოა, ისიც, რომ პრობლემების მოსაგვარებლად დასაქმების სამინისტრო მოიგონეს.
- ახალი სამინისტროს ეფექტურობის არ გჯერათ?
- ეს აბსურდის თეატრია. ბევრი არალოგიკური ნაბიჯი მინახავს ჩვენი ხელისუფლებისგან, მაგრამ დასაქმების სამინისტროს შექმნა რას ნიშნავს და რა ახსნა აქვს, ვერაფრით მივხვდი... მინისტრი რომ ვინმეს ასაქმებდეს, პრობლემაც არ იარსებებდა. სამუშაო ადგილების შექმნა პოლიტიკური საკითხია, რაზეც ყველა მინისტრი უნდა ზრუნავდეს და სახელმწიფოს პროგრამა უნდა იყოს... დასაქმების სამინისტროს თუ სამუშაო ადგილების შექმნა ევალება, ეკონომიკის მინისტრი რას აკეთებს, თვალები უნდა აფახულოს? გამოდის, მსოფლიოში ეკონომიკურად ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა არ ვყოფილვართ, არა?..
- ბატონო გია, საზოგადოებაში გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტი მერაბიშვილს არ ენდობა და ოქტომბრის არჩევნების დროს არჩია შს სამინისტრო უფრო საიმედო პირის, თუნდაც ბაჩო ახალაიას ხელში ყოფილიყო.
- ცხადია, ახალაიას დანიშვნას რეალური საფუძველი ექნება, - ყველა ადამიანს აქვს "წითელი ხაზი", ადამიანური, ფუნდამენტური ღირებულებების ზღვარი, რომლის გადაბიჯება არ შეუძლია. ახალაიას "წითელი ხაზი" ბევრად შორს არის გაწეული. თუ ხელისუფალი განუკითხაობისთვის ემზადება, ცხადია, მას ვითარების შესაფერისი პირი სჭირდება, ვიდრე მერაბიშვილისთანა კაცი.
- ანუ მერაბიშვილი უფრო პატიოსანი კადრია?
- შედარებითობის პრინციპით თუ მივუდგებით, ასეა... პრემიერ-მინისტრის პოსტი კი საქართველოში რა უფლებებით სარგებლობს წინამორბედებისგან, ნოღაიდელის, გურგენიძის, მგალობლიშვილის მაგალითებისგან, კარგად გვახსოვს, ისინი აკეთებდნენ იმას, რასაც უფროსი ეტყოდა. მერაბიშვილი როგორ მოიქცევა, დრო გვიჩვენებს.