პაატა ზაქარეიშვილი:

პაატა ზაქარეიშვილი: "საქართველოს სათავეში 21-ე საუკუნის ბერია მოვიდა"



"რაც კონსტიტუცია შეიცვალა, იქიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ეს დაიწერა მერაბიშვილისთვის და არა სააკაშვილისთვის. მგონი, მარტო მე ვარ საქართველოში, ვინც ამას ამბობს - სააკაშვილს მაშინ დაბრალდებოდა პუტინის გზაზე დადგომა. ის დროს წელავდა და თამაშობდა ნაციონალურ მოძრაობაში, რომ ხალხი არ მოეძულებინა - იმიტომ, რომ ზოგს არ მოსწონს მერაბიშვილი და ა.შ. მაგრამ დღეს იმდენად გაუჭირდათ ივანიშვილის გამო, რომ იძულებული არიან მთელი სადავეები ხელში აიღოს ვანო მერაბიშვილმა და ღიად მართოს ქვეყანა. ამით რა მოხდა, მოხდა ის, რომ თუ ამდენ ხანს პოლიციური მმართველობა იყო ფარული, ახლა საჯარო გაცხადება მოხდა, რომ საქართველო დიახაც არის პოლიციური ქვეყანა, დიახაც საქართველო არის კაგებეს ქვეყანა, ანუ ბერიას ქვეყანა - მერაბიშვილის სახით ქვეყანაში მოვიდა 21-ე საუკუნის ბერია", - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა ზაქარეიშვილი: "საქართველოს სათავეში 21-ე საუკუნის ბერია მოვიდა".

"ამით პოლიციას მიეცა უფრო თამამი მოქმედების უფლება - მათი შეფი მოვიდა ხელისუფლებაში და და ისინი უფრო თავხედურად მოიქცევიან. საზოგადოება, რასაკვირველია უნდა იყოს უფრო მშვიდი, არ აჰყვეს პროვოკაციებს, ეს არის ბოლო ფაზა საზოგადოების დაშინებისა. ვერაფრით ვერ დააშინეს საზოგადოება და ამიტომ ჩართეს მძიმე არტილერია, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე უსუსური იქნება, როგორც აქამდე დანარჩენი ყველაფერი. ეს არის კიდევ ერთი კბილის გამოჩენა, მაგრამ ვისი დაშინებაც შეიძლება უკვე დააშინეს - ამაზე მეტი აღარ შეიძლება, ამათზეა ნათქვამი - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. არ არის გამორიცხული, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. პარასკევს დასრულდა პარლამენტის საგაზაფხულო სესია და მსგავსს თემებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ამ პარლამენტს ახლა მიუწევს ხელახლა შეკრება, რომ დაამტკიცოს მერაბიშვილი. მე არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის სხდომის შემდეგ დაჩქარებული პროცესები განხორციელდა - როგორც ჩანს, აქ კარის გადატრიალებასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"რაც შეეხება სააკაშვილის ბაქოში შეწყვეტილ ვიზიტს - ათასჯერ უფრო რთული მდგომარეობაც ყოფილა და არ ჩამოსულა. ფარისევლური ნაბიჯი იყო - ვითომ ძალიან შეაწუხა სამეგრელოში წყალდიდობით დაზარალებული ხალხის ბედმა - ეს ხომ სასაცილოა, იმიტომ ჩამოვიდა, რომ კარზე რაღაც ხდებოდა და აი, გავიგეთ, რაც ხდებოდა. როგორც ჩანს, უკვე იმდენად მიუღებელია სააკაშვილის პოლიტიკა, ფსევდოაგრესიული, უუნარო, არაკომპეტენტუსი და ცანცარა პოლიტიკა, რომ ვიღაცებმა თქვეს შიგნით, რომ კმარა ეს, ჩვენ ამით ვაგებთ და და საჭიროა ძალაუფლების განმტკიცება და უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება. ძალოვნები უნდა შეიკრან ახლა, რო იარაღი იყოს მობილიზებული და ეფექტურად გამოყენებადი. მათ არ იციან რომ მათ წინაშე ხალხი იქნება უიარაღო, შიშველი ხელებით ამიტომ უიარაღო ხალხს ვერ ესვრიან - მაშინვე დაინგრევიან. ამიტომ ისინი მობილიზაციას ახდენენ ყოველი შემთვევისთვის - არიქა, საზოგადოება შეაშინონ იარაღით. საზოგადოება იარაღით ვერ შეშინდება, იმიტომ, რომ იარაღი არის ყველაზე უსუსური ფორმა საზოგადპოებასთან სასაუბროდ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ეს არის აგონიაში ჩავარდნილის პარანოიდური ქცევა, როცა აძლიერებენ შეიარაღებულ ძალებს და არა სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტიურობებს. კიდევ ერთხელ ყიდიან თავის თავს და რამდენად შეშინებულები არიან, იარაღზე იყურებიან. ძალისმიერ მეთოდებზე გადავლენ მაშინ, თუ საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია. თუ არ გაუწევ წინააღმდეგობას - ვერ გადავლენ. თუ მე არ ვეჩხუბები ადამიანს - ვერ მეჩხუბება - მაშინ გამოუვა გალახვა და გალახვა ასე არ შერჩებათ, მაშინვე მთელი დასავლეთი მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. მთავარია, რომ ჩვენ იარაღის ლეგიტიმური გამოყენების უფლება არ მივცეთ, თორემ არალეგიტიმური დააქცევს მათ. მათ თუ ხალხი გალახეს ისე, რომ ხალხმა წინააღმდეგობა არ გაუწია, ეს იქნება მათი უდიდესი ნგრევა. მათ სჭირდებათ პროვოკაცია, სჭირდებათ ვიღაცას დაბრალდეს. საზოგადოება უნდა იყოს მზად, ამაში არ შეუწყოს ხელი", - მიიჩნევს პააატა ზაქარეიშვილი

"... ყველაზე სერიოზული იყო ქუთაისი და ოზურგეთი. ამათმა ჩაითრიეს უკვე მთელი საქართველო. მცხეთა ისედაც პრობლემა არ იყო, მით უმეტეს თბილისთანაა ახლოს. უფრო პრობლემური იქნება იგივე კახეთი, სამეგრელო - გამორიცხული არაა, ხელისუფლება უფრო სამეგრელოსთვის ემზადება. ჩემი აზრით, სამეგრელო ბოლოს უნდა იყოს, სამეგრელოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა და ძნელია ამ ხალხის გაწირვა იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ისინი განიცდიან წნეხს, ამიტომ ჯობია დანარჩენი მთელი საქართველო გამოვიდეს და აჩვენოს თავისი მხარდაჭერა", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "მით უმეტეს, თუ ახალაია დაინიშნა შს მინისტრად..." პასუხობს:

"ამით ესენი კარგად იყიდებიან, აჩვენებენ, როგორი შეშინებულები არიან. სხვა გზა არა აქვთ დარჩენილი, გარდა იარაღისა და იარაღს ვერ გაისვრიან, თუ ვიღაცამ არ ესროლა. ამიტომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს დიდი სიფრთხილე, ვინმე პროვოკაციაზე არ წამოეგოს. ეს არ უნდა დავუშვათ. პროვოკატორები და პროვოკაცია უნდა გამოირიცხოს... ამიტომ, ზაფხული მოდის, ყველა თბილისელმა გადადოს გვერდზე თურქეთში ზღვაზე წასვლა და წავიდნენ თავიანთ სოფლებში და იმუშაონ თავიანთ სოფლელებზე! ეს იქნება ყველაზე ეფექტური საშუალება. სოფელს მართლაც არა აქვს ინფორმაცია. მოდით, თბილისელები ნუ წავლენ მაინცდამაინც ანტალიაში და ეგზოტიკურ ადგილებში, არც აჭარაში წასვლა არ არის აუცილებელი - იქაც ძალიან კარგად იციან რა ხდება. თავის სოფლებში დაისვენონ და თან მოახდინონ მოსახლეობის მობილიზაცია"