კოკა გუნცაძე:

კოკა გუნცაძე: "ამომრჩეველთა სიაში უკვე 708 მიცვალებული ვიპოვეთ".

"ამომრჩეველთა ლიგამ" მათ მიერ წარმოებული ალტერნატიული კარდაკარის ერთი კვირის შედეგები სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააცნო ჟურნალისტებს - ალტერნატიულ კარდაკარს "ამომრჩეველთა ლიგა" ამჟამად თბილისსა და ზუგდიდში აწარმოებს. სულ დედაქალაქში აღრიცხულია 90 000 ამომრჩეველი. იმ დარღვევებზე, რომლებიც ამ 90 000-ში აღმოჩნდა, ჟურნალისტებს ლიგის დამფუძნებელი კოკა გუნცაძე ესაუბრა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კოკა გუნცაძე: "ამომრჩეველთა სიაში უკვე 708 მიცვალებული ვიპოვეთ".

"მოგეხსენათ, რომ ერთი კვირაა დაიწყო სიების დაზუსტების ალტერნატიული კამპანია. დედაქალაქის მასშტაბით 90 000 ამომრჩეველი გამოვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ უცხოეთში ცხოვრობს 6 231 ამომრჩეველი. სხვა მოსამართებზე მიწერილია 7 155 ადამიანი, გარდაცვლილია 708, ხოლო 760 შემთხვევაში არ იძებნება მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს და საარჩევნო სიაში არ არის 1 186 ადამიანი, ეს კი ჯამში 16 037 ამომრჩეველს შედაგენს, რაც 90 000-ის 17,08%-ია. ეს საკმაოდ საყურადღებო ციფრია", - განაცხადა კოკა გუნცაძემ. მისი შეფასებით ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება განაგრძობს საარჩევნო სიების ფალსიფიკაციას და კეთილსინდისიერი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს. კოკა გუნცაძემ მაგალითად კერძო შემთხვევებიც მოიყვანა - დადგინდა, რომ ზუბალაშვილების ქუჩის 42-ში, სადაც საცხოვრებელი სახლი არ არსებობს, 7 ამომრჩეველია მოწერილი, ბახტრიონის 20-ში - 10 ამომრჩეველი, წერეთლის გამზირის 27-ში კი - 20. მონაცემები მოქალაქეთა განცხადებების და მათ მიერ შევსებული ანკეტების საფუძველზე დადგინდა. გუნცაძის თქმით, სიების დაზუსტებას საარჩევნო პერიოდამდე "ამომრჩეველთა ლიგა" მთელი საქართველოს მასშტაბით მოასწრებს, რის შემდეგაც მონაცემებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის კაციტაძის კომისიასაც გაუგზავნის. თუმცა კოკა გუნცაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მამუკა კაციტაძის საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას არ ენდობა. "ამომრჩეველთა ლიგა" მსგავს მონაცემებს ყოველკვირეულად გამოაქვეყნებს ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამომრჩეველთა სიებში ძალიან მძიმე მდგმარეობაა, ჩვენ გადმოგვეცა საარჩევნო სია, სადაც ბინის მისამართები არ არის მიწერილი. მისამართები არის არეული. ოჯახის წევრები არის გაყოფილი. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების გადაკეტვას ცდილობს, ცდილობს გადაკეტოს ალტერნატიული ფინანსური წყაროები, უხეში ძალის გამოყენებითა და აგრესიით ჩაშალოს ამომრჩევლებთან შეხვედრები, ამ ფონზე, დამატებით ერთიან სიაში, ჩვენი ინფორმაციით პირველ ეტაპზე დაახლოებით 18%-იანი ფალსიფიკაციის საფუძველი მკაფიო სიგნალია, რომ ხელისუფლება დღევანდელი მოცემულობით არ აპირებს კეთილსინდისიერი არჩევნების ჩატარებას" - განაცხადა გუნცაძემ, რომლის თქმით, მან წარმოადგინა ფაქტები, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის", - დასძენს გამოცემა.

"თავდაპირველად ალტერნატიული კარდაკარის განხორციელებას თბილისსა და ზუგდიდში ვგეგმავთ. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგები თბილისის 9 საარჩევნო ოლქის მიხედვით დადგინდა. არსებული დარღვევების კონკრეტული ფაქტია ის მისამართები, რომლებიც არ არსებობს: ხშირ შემთხვევაში ქუჩა მთავრდება, ნუმერაცია კი გრძელდება და არარსებულ ადგილას ამომრჩეველია რეგისტრირებული - მაგალითად ზუბალაშვილების 42-ში, სადაც საცხოვრებელი შენობა საერთოდ არ არის, 7 ამომრჩეველია მიწერილია, ანალოგიური მდგომარეობაა წერეთლი 27-ში. არსებობს დაუდგენელი კატეგორია, რომლის შესახებაც მითითებულ მისამართებზე მცხოვრებლებმაც არ იციან და ა.შ." - აცხადებს "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სიაში 18%-იანი უზუსტობაა - "ამომრჩეველთა ლიგის" კარდაკარის შედეგები.

"შეკითხვაზე - "თუ აპირებთ თქვენი სიის შეჯერებას სახელმწიფო კარდაკარის მიერ გადამოწმებულ სიასთან?" - ლევან ჩიკვაიძე პასუხობს:

"საკითხის ასე დაყენება გამართლებული არ არის, სიების დაგამოწმება ცვლილებების საფუძველი უნდა იყოს. ორ სიაში შეიძლება ერთი და იგივე ცვლილება, ან ზოგიერთი განსხვავებული ცვლილება შევიდეს. არსებულ უზუსტობებს მოსახლეობას გავაცნობთ და ცვლილებებსი შეტანას შესაბმისი ორგანოსგან მოვითხოვთ. ვიცთ, რომ ასეთ საქმიანობას ცესკო ეწეოდა, მაღ ამას კანონი ავალდებულებდა. დრეს მოწმედი კანონით, ეს ვალდებულება სიების გადამოწმების სახელმწიფო კომისიას ეკისრება. შემდეგ კვლავ ცესკოს დაეკისრება და ა.შ... კონკრეტული ცვლილების განხორციელებას ხელისუფლებისგან მოვითხოვთ. ჩვენი ბერკეტი იქნება იურიდიულად გამყარებული დოკუმენტაცია. მობინადრის განცხადებისა და მოთხოვნის საფუძველზე ცვლილებები აუცილებლად უნდა შევიდეს. მიზეზი არ იქნება საიმისოდ, რომ ამის საფუძველზე კორექტივები არ შეიტანონ".