საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გორის რაოინის სოფელ შინდისში ყოფნის დროს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პერიოდში დაღუპული ჯარისკაცების საპატივსაცემოდ დადგმული მემორიალი არ დაათვალიერა. ისე ჩაუარა მემორიალს და იქ შეკრებილ მოსახლეობას, რომ არც მიესალმა და არც გადმოვიდა მანქანიდან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უთხრეს. შინდისელებისთვის ცნობილი იყო, რომ მემორიალთან პრეზიდენტი მივიდოდა და ომში დაღუპულების ნეშტს პატივს მიაგებდა, თუმცა მემორიალის ნაცვლად, პრეზიდენტი წვეთოვანი სისტემებით გაშენებულ ბაღებისკენ წავიდა. შინდისელები ამბობენ, რომ ეს ნაკვეთები ხელისუფლების მაღალჩინოსნებისაა, ისინი კონკრეტულად მერაბიშვილის (შს მინისტრის) გვარს ასახელებენ.