რუსი ექსპერტის ალექსანდრე სკაკოვის აზრით, აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვითი მრეწველობის მოდერნიზაციის დახმარებაში სწრაფვა ოთხი წლის წინანდელ სიტუაციას ჰგავს, თუმცა მთავარია, საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს შეცდომები არ გაიმეოროს.
ამის შესახებ სკაკოვმა "Радио Голос России"-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- რას შეიძლება, ნიშნავდეს აშშ-ის ასეთი სწრაფვა ქართული თავდაცვის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით? რა შეიძლება, ამ ყველაფერმა მოიტანოს?
- მე ვფიქრობ, ეს ირანის ირგვლივ სიტუაციის გართულებასთან, განსაკუთრებით სირიის ირგვლივ და იმასთან კავშირშია, რომ ამერიკელებს ამ საკითხებში რუსეთის პოზიცია არ აწყობთ. საქართველო კი აქ რუსეთზე ზეწოლის როლში გამოდის, ეს როგორღაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას ჰგავს, როგორც ყურადღების გადატანის ფაქტორი, თუ შეიძლება, ასე ეწოდოს. რათა რუსეთი ნაკლებად დაკავდეს იმ რეგიონებით, რომლებიც მისი საზღვრებისგან შორს მდებარეობს და უფრო მეტად აღელვებდეს ის, რაც მისი ტერიტორიის სიახლოვეს ხდება, მაგალითად, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. უფრო ზუსტად, მათ სურთ, რუსეთის ყურადღება ირანისა და სირიისგან გადაიტანონ.
- ანუ, ეს ყურადღების გადატანის ერთგვარი მანევრია?
- საქმე იმაშია, რომ საქართველო ამერიკელებისთვის სხვა არაფერია, თუ არა პაიკი, რომელსაც ისინი დაფაზე გადაადგილებენ და რომლითაც რუსეთზე ზეწოლას ცდილობენ. ეს თამაშები კი ცუდად მთავრდება. მოდით, გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და რით დამთავრდა იმ წლებში სააკაშვილის რეჟიმის ამერიკული შეიარაღება. ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო, რომ რუსეთის ყურადღება გადატანილი ყოფილიყო. სააკაშვილმა კი ეს თავისებურად გაიგო. საქმე იმაშია, რომ ამ გაკვეთილმა მის სასარგებლოდ იმოქმედა, რათა ახლა თავის ძალებში ზედმეტად თავდაჯერებული არ იყოს.
- მიუხედავად ამისა, შეიარაღება გრძელდება. როგორ რეაგირებენ ამაზე სხვა ქართული პოლიტიკური ძალები? გაგრძელდება თუ არა ეს კვლავაც და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკული შეიარაღება აზერბაიჯანშიც მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ახლოაღმოსავლეთის ოპერაციებისთვის პლაცდარმი იქმნება?
- თუმცა კავკასიაში ჯერ კიდევაა საზოგადოება, რომელიც ამ სიტუაციის გარეთ რჩება. ეს თავისებურად რუსეთსა და ირანს შორის ერთგვარი ხიჭვია, რაც რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს ორივე მხარეზე. სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გართულება შეიძლება, არა მხოლოდ საქართველოსთან კავშირში წარმოიქმნას, არამედ აზერბაიჯანში შეირაღების მიწოდებასთან კავშირშიც, მთიანი ყარაბაღის ზონაში. მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწავებამ კი შესაძლოა, რეგიონული ომი გამოიწვიოს, ეს ომი კი რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა იქნება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის. ეს შეეხება ჩრდილოეთ კავკასიასაც, კასპიასაც, ირანსაც და კიდევ უფრო ფართო რეგიონსაც კი.
- ირანთან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზები? არსებობს აზრი, რომ ომი არც თუ ისე შორსაა...
- საქმე იმაშია, რომ არსებობდა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მისულიყვნენ. ამ ილუზიების საფუძველი სინამდვილეში მართლაც არსებობდა, თუმცა რეალურად ჯერჯერობით პროგრესი არ ჩანს. ვფიქრობ, რომ აქ საქმე იმაშიც კი არ არის, რომ ირანს ბირთვული იარაღის მიღებისკენ სწრაფვა სურს. მას რომ ამის სურვილი ჰქონოდა, აქ უცნაური არაფერი იქნებოდა, ლიბიისა და სირიის მოვლენების გათვალისწინებით. ამჟამად ბირთვული იარაღი – უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიაა. თუმცა ვფიქრობ, საქმე იმაშია, რომ რიგ სერიოზულ რეგიონულ და მსოფლიო მოთამაშეებს ირანის პოლიტიკა არ აწყობთ, არ აწყობთ მისი როგორც დამოუკიდებელი ფაქტორისა და რეგიონული ლიდერის არსებობს.
იმის მიუხედავად, წავა თუ არა ირანი რაიმე სახის დათმობაზე, მიიღებს თუ არა დასავლეთი ამ დათმობებს, ირანის ირგვლი სიტუაცია, სავარაუდოდ, გაუარესდებს. ვშიშობ, ომის საფრთხე კვლავინდებურად ნარჩუნდება.