გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსია 300 ლარი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი არსად დაკონკრეტებულა, საზოგადოების უმრავლესობა ამას ამტკიცებს. ამიტომ, "გურია ნიუსმა" ეს საკითხი, კოალიციის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან გადაამოწმა:
_ მე ძალიან მეშინია ციფრების დასახელების და დაპირებების. როცა პირობას ვდებ, ღამე არ მძინავს _ რამე ისე თუ არ გავთვალე, რა გეშველება, რომ დაპირდი და არ გააკეთე. თანაც, არ მჯერა ამათი ციფრების და არ ვიცი, როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება, როცა მოვალთ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესენი ციფრებს ხატავენ და ბიუჯეტი აბსულუტურად განსხვავებულია. ამიტომ, მე ისევ აბსტრაქტულ განცხადებას გავაკეთებ _ პენსია უნდა იყოს იმდენი, რაც არის საარსებო მინიმუმი. თანაც, ასეთი საარსებო მინიმუმი არა _ ეს ძალიან ცოტა და ძალიან ცუდად გათვლილია. სწორად უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გათვლა და უნდა იყოს ისეთი პენსია, რომ ადამიანმა, საკუთარ პენსიაზე ნორმალურად შეძლოს ცხოვრება. მე გავაკეთე განცხადება ჯანდაცვაზე და ვთქვი, რომ ყველას დავაზღვევდით. როცა ამ ციფრებს ვთვლიდით, ბევრი კამათი მქონდა. რაღაც ეჭვები დამრჩა და ვფიქრობდი, რომ საკუთარი თანხებით დავაბალანსებდი, თუ ბიუჯეტში არ დაგვხვდებოდა შესაბამისი თანხა. მე ვერ გეტყვით, რომ მოსვლის პირველსავე დღიდან ყველაფერი კარგად იქნება, რამდენადაც ეს არსებულ ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ, ჩვენ ძალიან ახლო მომავალში დავიწყებთ ქვეყნის აღორძინებას. ეკონომიკა უნდა აღორძინდეს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, ხალხი უნდა დასაქმდეს _ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენ, სწორ გზას და სწორ გეზს ავიღებთ, ფუნდამენტს ჩავყრით და არ დავიწყებთ ზემოდან შეღებვით, როგორც ესენი აკეთებენ. აღზევების პროცესს ძირიდან