ევროპარლამენტი ყოველთვის რეაგირებს მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს

ევროპარლამენტი ყოველთვის რეაგირებს მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ევროპარლამენტი ყოველთვის რეაგირებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. მისი თქმით, რეზოლუციაში რომელსაც დღეს ევროპარლამენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტის საკითხთან დაკავშირებით მიიღებს , სავარაუდოდ ხაზგასმული იქნება, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს.

,,ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო და ასეთი საერთაშორისო ფორმატის სტრუქტურები ყოველთვის რეაგირებენ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სამართლებრივ პროცედურების დაცვას. აზერბაიჯანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხზე არაერთი რეზოლუცია და დოკუმენტია მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეზოლუციაში იქნება ხაზგასმა, რომ ყველა ქვეყანა არის ვალდებული პატივი სცეს იმ საკითხებს, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის ბაზისი . ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემებზე აქტიურ დაკვირვებით პროცესს და ველოდებით გამოძიების შედეგებს. ერთ- ერთ ფორუმზე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგებთან, დეპუტატებთან , რომელთანაც გავცვალეთ ინფორმაციები. საბოლოდ, ჩვენ გვჭირდება გამოძიების შედეგების მიხედვით დავინახოთ საბოლოო სურათი, თუ რა გვაქვს. მაქვს მოლოდინი, რომ რეზოლუციის ტექსტში საუბარი იქნება ფუნდამენტური უფლებების ხაზგასმაზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება. როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად განხილული იქნება აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხი.