ვენეციის კომისიის სხდომა მნიშვნელოვანია, რადგან რეკომენდაციები მიიღებს ოფიციალურ ფორმას

ვენეციის კომისიის სხდომა მნიშვნელოვანია, რადგან რეკომენდაციები მიიღებს ოფიციალურ ფორმას

ვენეციის კომისიის სხდომა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან შეაჯამებს წინასაკონსულტაციო შეხვედრას და საბოლოოდ რეკომენდაციები მიიღებს ოფიციალურ ფორმას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს და გარკვეულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიის წევრებს.

,,ეს სხდომა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან შეაჯამებს წინასაკონსულტაციო შეხვედრას და საბოლოოდ რეკომენდაციები მიიღებს ოფიციალურ ფორმას. ამიტომ მოსაზრებები, რომელიც გამოეგზავნა ჩვენს მხარეს ოფიციალური დოკუმენტი არ იყო, ეს იყო დახურული დოკუმენტი. კარგია, რომ სხდომაზე იქნება შესაძლებელი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დამატებითი განმარტებების გაკეთების. იქნება საუბარი რამდენიმე საკითხზე, რომელზეც საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და ახსნა. საბოლოოდ რეკომენდაციები მიიღებს ოფიციალურ სახეს. მას შემდეგ რაც ამ რეკომენდაციებს გავეცნობით, დავიწყებთ საპარლამენტო განხილვებს კონსტიტუციურ ცვლილებებზე" , - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 16-18 ივნისს ვენეციას ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან ერთად, ვენეციის კომისიის 111- ე სესიას დაესწრება. პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ.