ლონდონის სახანძრო სამსახური - ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ლონდონის სახანძრო სამსახური - ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ლონდონში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ლონდონის სახანძრო სამსახურში განაცხადეს.

ამ მომენტისთვის ლონდონის პოლიციამ 12 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ გაუჩინარებულად ითვლება. 74 ადამიანი ლონდონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი, აქედან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება.

„როდესაც შემთხვევის ადგილი უსაფრთხოების კუთხით შემოწმდება, როდესაც შესაძლებელი იქნება ხანძრის მიზეზის დასახელება, ჩატარდება საფუძვლიანი გამოძიება. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ შემთხვევიდან და შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის ბინადრების განცხადებით, ხანძრის გაჩენის შემდეგ სახანძრო სიგნალიზაცია არ ამოქმედებულა.