აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა. სენატორებმა ასევე კენჭი უყარეს ახალ დებულებას, რომლის თანახმად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის თანხმობა დასჭირდება რუსეთისთვის არსებული სანქციების შესასუსტებლად. აღნიშნულს მხარი დაუჭირა 97 სენატორმა, ხოლო ორი სენატორი წინააღმდეგ წავიდა.

რუსეთისთვის სანქციების დაწესება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, ყირიმის ანექსიისა და სირიის მთავრობის მხარდაჭერის გამო მოხდა.

აღნიშნული კენჭისყრით სენატორებმა აქამდე არსებული პროცედურა შეცვალეს, რომლის დროსაც სანქციების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულებით წყდებოდა.

„აშშ-მა ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ვლადიმერ პუტინს და ნებისმიერ სხვა აგრესორს, რომ ჩვენ არ მოვითმენთ დემოკრატიაზე თავდასხმებს“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა.