გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა სასარგებლოდ შესაბამისი კანონიც კი მიიღეს, რისი მეშვეობითაც მათ პატიმრობა გაუნახევრდათ და შემდგომ გათავისუფლდნენ

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა სასარგებლოდ შესაბამისი კანონიც კი მიიღეს, რისი მეშვეობითაც მათ პატიმრობა გაუნახევრდათ და შემდგომ გათავისუფლდნენ

გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა ამნისტიის საკითხი შეწყალების კომისიაზე არ განხილულა. მაშინ ამნისტიის შესახებ კანონიც კი მიიღეს. შეგნებულად ისე იყო ფორმულირებული, რომ უშუალოდ ამ ადამიანებს უნდა შეხებოდათ ერთ ნაწილში, რითაც მოაკლდათ რაღაც წლები და მოხდა მათი შეწყალება, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, შეწყალების კომისიის ყოფილმა წევრმა, სოზარ სუბარმა გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ექსპრეზიდენტს ბრალი აქვს წარდგენილი.

სუბარის თქმით, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების სასარგებლოდ მაშინდელმა პარლამენტმა შესაბამისი კანონიც კი მიიღო, რისი მეშვეობითაც საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობის ვადა გაუნახევრდათ და შემდგომ გათავისუფლდნენ.

სუბარის განცხადებითვე, არსებობდა შესაწყალებელი პატიმრების მეორე სია, რომელიც მაშინდელი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით იცხრილებოდა და ისე ეგზავნებოდა კომისიას. სასამართლო პროცესზე სუბარმა აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიაში სიტუაცია მაშინ აირია, როდესაც კომისიას 2 ახალი წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი და აკაკი მინაშვილი შეემატნენ.