სოსო ოსორაულთან დაკავშირებული საქმე აყვანილი გვაქვს კონტროლზე - თუ საჭირო იქნება, პირადად მე მზად ვარ, გადავფრინდე კონგოში, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ გააკეთა.
კობალაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
”ჩვენდა სამწუხაროდ, ოჯახისა და მეგობრების პროტესტზე გარკვეულმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა მიმართულებებმა გადაწყვეიტეს, ესპეკულანტათ, რასაც ლოგიკურად და სამართლიანად ოჯახის წევრებისა და მეგობრების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ხალხი განდევნილი იყვნენ გამართული შეკრებიდან. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ვიცით გარკვეული საინფორმაციო უზრუნველყოფა. საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოლაპარაკებები დასრულებამდე იყო მიყვანილი, მაგრამ 13 მაისს, რამდენიმე უკონტროლო ჯგუფს შორის მოხდა შეტაკება. ერთ-ერთმა ჯგუფმა სიღრმეში გაიტაცა. ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია იყო”, - განაცხადა კობა კობალაძემ.