როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა? - მგონი, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე

როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა? - მგონი, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე

როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა? - მემგონი ორი დღის წინ, საღამოს დასხედით, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ხვალიდან ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე და თქვენც იცით, რომ ასეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმცირესობის დეპუტატის, გიორგი კანდელაკის კრიტიკას კახი კალაძესთან დაკავშირებით.

არჩილ თაკაკვაძემ კახი კალაძე დაახასიათა, როგორც წარმატებული სპორტსმენი და თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელმაც ენერგეტიკის სფეროში უახლესი ტექნოლოგიები დანერგა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპონენტებს სწორედ კახი კალაძის რეიტინგი აღელვებთ და მომდევნო თვეების განმავლობაში მათი „საყვარელი სიტყვა იქნება კალაძე“.

„კალაძეზე საუბარი დაიწყეთ და ეს ორი დღეა, „გამარჯობის“ და „ნახვამდის“ გარდა, სულ კალაძეს გაიძახით. ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის თქვენი მოლაპარაკება.

რაც შეეხება კალაძეს, თქვენ იცით, სინამდვილეში ვინ არის კახი კალაძე და ამიტომ ხართ აღელვებული მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კახი კალაძე არის თანამედროვე პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელმაც შრომით, თანმიმდევრული, თავდაუზოგავი ვარჯიშით და მიზანსწრაფულობით მიაღწია წარმატებას ჯერ სპორტში და გახდა მსოფლიო ვარსკვლავი. თავის ქვეყანას ძალიან ბევრს უკეთებდა მაშინაც, შემდეგ კი ჩაერთო პოლიტიკაში. დღეს ის არის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უშუალო კომუნიკაცია ხალხთან. ის არის 13 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი გმირი. მოხალისეებთან ერთად, სტიქიის დროს იდგა თავის ხალხთან. ის არის ენერგეტიკის თანამედროვე მინისტრი, რომელმაც მოახდინა ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, მოახდინა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შემოტანა საქართველოს ენერგეტიკაში. როდესაც მიდიხართ ქუთაისში, მის პროექტებს ხედავთ გზაზე. თქვენ გაღელვებთ მისი რეიტინგი, პოპულარობა და გაღელვებთ ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის, რატომაც თქვენი საყვარელი სიტყვა მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება „კალაძე“. მე მომწონს, რომ თქვნთვისაც ასე პოპულარულია კახა კალაძე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.