აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი:  ნატო-ს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: ნატო-ს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს

მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ, ნატო-ს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა.

”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, პენსიმ განცხადება გააკეთა კონფერენციაზე, რომელიც ”ატლანტიკური საბჭოს“ ინიციატივით გაიმართა.

”ჩვენი მხარდაჭერა ნატო-სადმი შეუცვლელია. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ კოლექტიური თავდაცვის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სწამს იმ პრინციპის, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ, ნატო-ს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი უახლესი მოკავშირე მონტენეგროა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსში წვლილის შეტანა და ჩვენი ქვეყნებისთვის სურთ ნათელი მომავალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, მათთვის კარი ღია უნდა იყოს“, - აღნიშნა პენსმა.