ავღანეთში ჩვენი მისიისთვის ვიცე-მეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით

ავღანეთში ჩვენი მისიისთვის ვიცე-მეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით

ოთხვარსკვლავიანი გენერლის, ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი, ვიდრე სარგებელი მიუღია.

”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, ბრიდლავმა განაცხადა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსის მისიებში საქართველოს მონაწილეობა სამაგალითოა.

„სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატო-ში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი, ვიდრე სარგებელი მიუღია. იყო დრო, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი ავღანეთის მისიისთვის ვიცე-მეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით“, - აღნიშნა ბრიდლოვმა.

მისი თქმით, საქართველოს სამხედრო ჩართულობა და მისი მმართველების პოლიტიკური სურვილი ეჭვგარეშეა.

”ახლა ალიანსის ჯერია. იმ წევრებმა, რომლებიც ქართულ მიწაზე რუსული ჯარების ყოფნაზე ნერვიულობენ, უნდა მოიფიქრონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც ჩვენ მისგან ვითხოვდით“, - აღნიშნა გენერალმა.