საქართველო განწირულია ღარიბ, ღატაკ სოფელში ჩასარჩენად, ჩვენ სხვა პოლიტიკა გვჭირდება, მიწაზე კერძო საკუთრება გვჭირდება

საქართველო განწირულია ღარიბ, ღატაკ სოფელში ჩასარჩენად, ჩვენ სხვა პოლიტიკა გვჭირდება, მიწაზე კერძო საკუთრება გვჭირდება

საქართველო განწირულია ღარიბ, ღატაკ სოფელში ჩასარჩენად. ჩვენ სხვა პოლიტიკა გვჭირდება. მიწაზე კერძო საკუთრება გვჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების შემოღება მიზანშეწონილი არ არის.

,,თურმე უცხოელების მონაწილეობა ჩვენს სოფლის მეურნეობაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი. პირიქით, ეს აჩვენებს იმას, რომ არავინ არ მორბის საქართველოში თავქუდმოგლეჯით, ჩვენი მიწების საყიდლად. ეს მიწები არის ძალიან დაქუცმაცებული. მისი ეფექტიანობა არის ნული დიდი წარმოებისათვის. საქართველო განწირულია ღარიბ, ღატაკ სოფელში ჩასარჩენად. ჩვენ სხვა პოლიტიკა გვჭირდება. მიწაზე კერძო საკუთრება გვჭირდება. ხელისუფლება აღვივებს ურა-პატრიოტულ გრძნობებს. ეს ხელისუფლება არ არის პროგრესული ხელისუფლება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათი ქმედებები არის უკან დახევა, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან სვლა. საქართველო დაემსგავსა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, საიდანაც ჩვენ დიდი წვალებით გამოვედით. არაფრით არ განვსხვადებით სხვებისგან , მეზობლებისაგან თუ არამეზობლებისაგან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.