საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს

საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს

საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს, - ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, ამის შესახებ ”ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგუს ცაკნამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას ის არ წარმოადგენს 1.3 მილიონიან ესტონეთს, არამედ ”600 მილიონიან თავდაცვის და უსაფრთხოების საზოგადოებას“.

”მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე, როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მესმის, რომ საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატო-ს წევრი, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში“, - აღნიშნა მარგუს ცაკნამ.