მოსკოვი ვაშინგტონის მცდელობებს რუსეთის ირგვლივ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგოს, შესაბამის პასუხს გასცემს

მოსკოვი ვაშინგტონის მცდელობებს რუსეთის ირგვლივ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგოს, შესაბამის პასუხს გასცემს

მოსკოვი შესაბამის პასუხს გასცემს ვაშინგტონის მცდელობებს რუსეთის ირგვლივ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგოს, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ მიისწრაფის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების რუსეთის საზღვრების ირგვლივ განლაგებისკენ, რაც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„უყურეთ: აღმოსავლეთ ევროპაში იქნება განლაგებული კომპლექსები, ხმელთაშუა ზღვაზე და ჩრდილოეთ ზღვებში. ალასკაზე უკვე განლაგებულია ეს კომპლექსები. ფაქტობრივად, რუსეთის ტერიტორია გარშემოტყმული იქნება ამ კომპლექსებით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ეს რუსეთის პარტნიორების კიდევ ერთი უხეში სტრატეგიული შეცდომაა.

„რუსეთს ყველა ამ ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემს. ეს იქნება შეიარაღების შეჯიბრი და რუსეთის პასუხი გაცილებით იაფი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.