მმართველ გუნდში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის სავარაუდო შემცვლელად მისი მოადგილე ილია ელოშვილი სახელდება

მმართველ გუნდში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის სავარაუდო შემცვლელად მისი მოადგილე ილია ელოშვილი სახელდება

მმართველ უმრავლესობაში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის სავარაუდო შემცვლელად მისი მოადგილე ილია ელოშვილი სახელდება, რომელსაც 2016 წლის საარჩევნო პერიოდში, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა.

ამასთან, ”ქართულ ოცნებაში” იმასაც ამბობენ, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობის დაკავების სურვილი აქვთ კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს მარიამ ვალიშვილს და ასევე, გაზისა და ნავთობის კოორპირაციის ხელმძღვანელს დავით თვალაბეიშვილს, თუმცა მმართველ გუნდში ელიან, რომ პრემიერ-მინისტრი საბოლოოდ ილია ელოშვილის კანდიდატურაზე შეჯერდება.

როგორც ცნობილია, კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. არაოფიციალური ინფორმაციით, ის თბილისში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იქნება.