გამოძიებას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ყველაფერი, არ მოექცეს რაიმე ფაქტორების გავლენის ქვეშ

გამოძიებას უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ყველაფერი, არ მოექცეს რაიმე ფაქტორების გავლენის ქვეშ

ჩვენ ცალსახად უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ არ მოექცეს საზოგადოებრივი ან სხვა ფაქტორების გავლენის ქვეშ, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ე. წ. რეპერების საქმეს. სერგეენკოს თქმით, საქმეზე ცალსახად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ეს აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია.

“ცალსახად გასაგებია, რომ ამ შემთხვევაზე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების ერთგვარი მღელვარება აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ჩვენ ცალსახად უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ეს ყველაფერი, არ მოექცეს საზოგადოებრივი აზრის ან სხვა რაიმე ფაქტორების გავლენის ქვეშ და ნახოს, რეალურად რა და როგორ იყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა იქონიოს გამოძიებაზე გავლენა, რაც მჯერა, რომ ასე იქნება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოძიების დასრულებამდე უნდა ჩამოშორდნენ თუ არა თავიანთი მოვალეობის შესრულებას პოლიციელები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდნენ, სერგეენკომ უპასუხა, რომ “გამოძიებას თავისი პროტოკოლი აქვს”.

“მე არ ვარ გარკვეული ამაში და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორად და ობიექტურად”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.