ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა

ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა

ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.

24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული.

პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.