ვიცე-პრემიერის თქმით, მერიის საქმიანობაზე შეფასებები დედაქალაქის მცხოვრებლებმა უნდა გააკეთონ

ვიცე-პრემიერის თქმით, მერიის საქმიანობაზე შეფასებები დედაქალაქის მცხოვრებლებმა უნდა გააკეთონ

ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის საქმიანობაზე შეფასებები დედაქალაქის მცხოვრებლებმა უნდა გააკეთონ. ამის შესახებ კალაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, მერიამ და მისმა სამსახურებმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

"დათო არის ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი კოლეგა. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეფასებების გაკეთება არასწორი იქნებოდა, რადგან შეიძლება ვიყო სუბიექტური. ვფიქრობ, შეფასებები დედაქალაქის მაცხოვრებლებმა უნდა გააკეთონ. ბოლო წლების განმავლობაში, მერიამ და მერიის სამსახურებმა ბევრი მნიშვნელოვანი პროეტქი განახორციელეს. თუმცა, ვთანხმდებით, რომ პრობლემები ჯერ კიდევ უამრავია", - აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელმაც დედაქალაქის მოქმედი მერის და მისი საქმიანობის შეფასება სთხოვა.