კალაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქი იყოს თანამედროვე, ევროპული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.

კალაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქი იყოს თანამედროვე, ევროპული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.

ვიცე-პრემიერისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქი იყოს თანამედროვე, ევროპული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი.
მისი თქმით, ქალაქში პრობლემებია ეკოლოგიის თვალსაზრისით, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების მხრივ. კალძე ქალაქში პარკებისა და გამწვანების სიმცირესაც ასახელებს, რის აღმოსაფხვრელად მასშტაბური პროექტები განხორციელებას მიიჩნევს საჭიროდ.

"პრობლემები კვლავ რჩება და მომავალ მერს ძალიან ბევრი სამუშაო ექნება. ეს არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში მერის მისია, ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კალაძემ აქვე დაადსტურა, რომ მმართველ გუნდში მერობის პოსტზე მის კანდიდატურაზე მსჯელობა გაიმართა.

"ვადასტურებ, გუნდში იყო მსჯელობა, ასევე იყო მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში. გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მას თავისი პროცედურები აქვს. უნდა შეიკრიბოს პოლიტსაბჭო, სადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება და "ქართული ოცნების" კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება", - აღნიშნა კალაძემ "მაესტროს" ეთერში.

თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.