საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ჩავარდება

საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ჩავარდება

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ჩავარდება. 

როგორც ვოლკსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი ისე არ მივა კენჭისყრამდე, რომ შეუთანხმებელი იყოს. 

"საკითხი სესიამდე ისე არ უნდა მივიდეს, რომ შეუთანხმებელი იყოს. მომწონს შეთანხმების და კონსულტაციების პროცესი. არაფერი ჩავარდება, ჯანსაღი კონსულტაციები და პლუსების და მინუსების აწონვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავასწრო, მაგრამ ორივე მხარეს საკმაო არგუმენტები აქვს და არც ერთი არგუმენტი არ არის დაკავშირებული პარტიის ინტერესებთან. მე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, რადგან ორივე მხარეს დამაჯერებული არგუმენტები აქვს. მაჟორიტარებშიც არის განსხვავებული აზრი და პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებშიც",- აღნიშნა ვოლსკიმ.