საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებები, კერძოდ, კონსტიტუციის პროექტის მერვე თავი განიხილეს, რომელიც სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.
გარი ჯონსონმა ცვლილებები დადებითად შეფასა და აღნიშნა, რომ ახალი რედაქცია მოქმედ კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებს სრულად ასწორებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა, ასევე, ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობას გაუსვეს ხაზი და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.