ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა

ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის ნაწილი მომხრეა მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

"ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის მე, რომელიც ვფიქრობთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენელს პარლამენტში, უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი და უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ გამოსავალი მოიძებნება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ ჩავარდება. "ჩვენ ვფიქრობთ მოვძებნოთ გარკვეული კონსენსუსი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ჩავარდება, თუმცა გარკვეული შიდა კონსულტაციები გვიწევს. ვფიქრობ, გამოსავალს ვიპოვით ამ ვერსიიდან და შევჯერდებით ვერსიაზე, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

"ქართული ოცნების" ოფისში პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის თემა საარჩევნო სისტემაა.