აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ინფორმაცია, თითქოს აფგან მუხთარლი თბილისში დააკავეს, სინამდვილეს არ შეესაბამება

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ინფორმაცია, თითქოს აფგან მუხთარლი თბილისში დააკავეს, სინამდვილეს არ შეესაბამება

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აფგან მუხთარლის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, მილი მეჯლისის დეპუტატის, ელმან ნასიროვის განცხადება იმის შესახებ, რომ მუხთარლი თბილისში, აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევით დააკავეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს ქართული მხრისთვის არ მიუმართავთ მუხთარლის დასაკავებლად. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას დადგენილია, რომ მუხთარლი დააკავეს 29 მაისს ბალაკენსკის რაიონში, როდესაც საქართველოდან აზრბაიჯანში გადასვლისას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სურდა“, - ნათქვამია განცხადებაში. უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება, ხოლო მუხთარლის ქმედებებს მიეცემა შესაბამისი შეფასება.