მიუნხენის პოლიცია რკინიგზის სადგურზე მომხდარ სროლაში ტერორისტულ კვალს გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ ტელერადიოკომპანია Bayerischer Rundfunk იუწყება.
მიუნხენის გარეუბანში, რკინიგზის სადგურზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მიუნხენის პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება.
„სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. მძიმედ არის პოლიციის თანამშრომელი. ერთი პირი დაკავებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა.
სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სადგურზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.