რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ასევე ექსტრემიზმი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ასევე ექსტრემიზმი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ასევე ექსტრემიზმი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის შეარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არსებული სტრატეგიული სიტუაციის გათვალისწინებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების წინაშე ხუთი მთავარი გამოწვევა დგას: რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ექსტრემისტური ორგანიზაციები“, - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.

მისი თქმით, რუსთმა და ჩინეთმა დააჩქარეს თავიანთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, რათა ასიმეტრიულად გაუწიონ წინააღმდეგობა ამერიკის სამხედრო უპირატესობას.

როგორც გენერალმა აღნიშნა, მოსკოვისა და პეკინის ძალისხმევა მიმართული იყო აშშ-ის ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვაზე, ჰაერში აშშ-ის უპირატესობისთვის შეფერხების შექმნაზე.

აშშ-ის შეარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის მოწინააღმდეგეა.