ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავება და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ ძალადობის გამოყენება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას რუსეთის ფედერაციაში. ეს ფუნდამენტური უფლებები რუსეთის კონსტიტუციაშია გაწერილი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს უფლებები დაცული იქნება“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ელოდება, რომ მშვიდობიანი დემონსტანტები დაუყოვნებლივ იქნებიან გათავისუფლებული.

რუსეთის მასშტაბით გუშინ გამართულ საპროტესტო აქციებზე, სახელწოდებით: „მოვითხოვთ პასუხს“, სამართალდამცველებმა ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ყველაზე მასობრივი აქციები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში იყო, სადაც აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს აქციის გასამართად ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ მოედანზე.