სამწუხაროდ, ერთგვარ მოდად იქცა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა, თითქოს საქმე გვაქვს ჩადებასთან - ასეთი მიდგომა დამღუპველია

სამწუხაროდ, ერთგვარ მოდად იქცა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა, თითქოს საქმე გვაქვს ჩადებასთან - ასეთი მიდგომა დამღუპველია

სამწუხაროდ, ერთგვარ მოდად იქცა და სტერეოტიპად ჩამოყალიბდა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა, რომ საქმე გვაქვს ჩადებასთან და ადამიანებს აკავებენ - ასეთი მიდგომა დამღუპველია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ბირჟა მაფიას" წევრების საქმეს.

მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ფორმატში მოხდეს შესაბამისი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

კითხვაზე, მოახდინა თუ არა გავლენა ხელისუფლების "უკან დახევაზე" ბერას განცხადებამ და საზოგადოებრივმა პროტესტმა, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ

ვისაც როგორ უნდა, ისე შეფუთოს ეს თემა პოლიტიკურად, "არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რაიმე ზეგავლენა მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე".

"ეს ფაქტი იყო საზოგადოების ფართო მასების შეშფოთების საგანი და ჩვენ, უმრავლესობაც ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ საქმეს. პრემიერმა განცხადება გააკეთა და ადეკვატურად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა არსებობს ეჭვი, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ დანაშაულს, ამ ფაქტითაც შესაბამისი გამოძიება დაინტერესდება. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, პროკურატურა დათანხმდა გირაოს სახით ახალგაზრდების გამოშვებას და სასამართლომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა სესიაშვილმა.