შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა სპეცოპერაცია სამ ლოკაციაზე ჩაატარა, რომელთა შედეგად ოთხი პირია დაკავებული.
აქედან ორი სამართალდამცველებმა წეროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ერთი პირი - თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი კი - პეკინის გამზირზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარერობს.