იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა იყოს გამორჩეული პრინციპულობით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს სასამართლო სისტემას, რომელიც კლანის მეშვეობით იმართება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღარ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში მათი ადგილი, ვინც წინა ხელისუფლების დროს მართავდა სისტემას.
"მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წარსული, რომელიც დისკრედიტაციაზე მიუთითებს. პირების ადგილი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მართავდნენ სასამართლოს და იყვნენ ლოიალურები აღმასრულებელი ხელისუფლების დროს, აღარ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში. მათ უნდა მისცენ შანსი ქართულ მართლმსაჯულებას, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.