მივესალმები ფაქტს, რომ ევროპარლამენტი მუხთარლის საკითხზე იმსჯელებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
სესიაშვილის განმარტებით, ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომ ის ეჭვები, რაც ჩვენს საზოგადოებაში და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს, გაქარწყლდეს.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და ყველა მხარეს შეეძლოს წარმოაჩინოს თავისი მტკიცებულებები. ჩვენს სახელმწიფოს, დარწმუნებული ვარ, მონაწილეობა არ მიუღია და თუ უმაღლეს დონეზე ეს დამტკიცდება, ყველა ეჭვიც გაქარწყლდება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.