დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ

დღევანდელ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ

ოცნების" ოფისში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე საკითხზე უმრავლესობაში საბოლოო შეთანხმება არ არის მიღწეული, დღეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა და ყველა პრობლემურ საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

"ჩვენ რეგულარულად გვაქვს უმრავლესობის შეხვედრები. მთავარი საკითხი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება, ბუნებრივია, არის საკონსტიტუციო ცვლილებები. ცოტა ხანში ვიწყებთ კენჭისყრებს საქართველოს პარლამენტში და არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც ჩვენ არ გვაქვს საბოლოო შეთანხმება. პირველ რიგში, ეს შეეხება პარლამენტის საარჩევნო სისტემას და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა ეს საკითხია", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს საღამოს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრას გამართავს.