პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა

პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა

ბრალდების მხარე მზადაა, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

როგორც პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე განაცხადა, ისინი მოითხოვენ მხოლოდ იმას, რომ მგალობლიშვილს დამატებითი გარანტიის სახით სასამართლომ პასპორტი ჩამოართვას.

მოსამართლე ამ წუთებში გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული.