გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 16 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. მათივე ინფორმაციით, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება მოხდება. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.