„ალ-ქაიდას“ ტერორისტებმა იემენის აღმოსავლეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მიიტანეს, - იუწყება სააგენტო „როიტერსი“.
თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა, ათი ტერორისტი კი განადგურებულია.
დილით „ალ-ქაიდას“ ტერორისტებმა ბაზასთან ახლოს ორი მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც ტერორისტებსა და სამხედროებს შორის სროლა დაიწყო.