რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში

რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში

რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, საზოგადოებასა და მედიაში კრემლის გავლენა იზრდება.

“მედიის განვითარების ფონდს“ სამწუხაროდ, ბევრი შეცდომები მოდის ამ ბოლო დროს, როგორც განცხადებებში, ისე პუბლიკაციებში იგრძნობა გარკვეული ტენდენციურობა. მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მას სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს რუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის, რაც მკაფიოდ აისახა აპრილის გამოკვლევებში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 83%”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება და მთავრობა მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელიც პროპაგანდის თუ დეზინფორმაციის სახით არსებობს.

ჯანელიძის განმარტებით, სწორედ ამიტომ ექცევა დიდი ყურადღება სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილს და სახელმწიფო უწყებებში შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ლიტვასთან, რათა გაუმკლავდეს იმ დეზინფორმაციას, რომელიც დღეს “განვითარებული, ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა”.