საკონსტიტუციო ცვლილებებისას ყველას მოსაზრების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას უზრუნველყოფს

საკონსტიტუციო ცვლილებებისას ყველას მოსაზრების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას უზრუნველყოფს

საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ყველას მოსაზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ამას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას.

“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში. როგორც ვიცი, ეს რეფორმა განხორციელებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეს ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო ჯანსაღ საზოგადოებას არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ ოპოზიციისთვის და ყველასთვის. ყველას მოსაზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ამას უზრუნველყოფს და ეს იქნება ყველაფერი გათვალისწინებული და განხორციელებული შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. ამაში დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.