ევროკავშირი: ერდოღანს არ დავუჩოქებთ

ევროკავშირი: ერდოღანს არ დავუჩოქებთ

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიდად მოწადინებული არ არის,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

იუნკერის თქმით, ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ″თუ ჩვენ ერდოღანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაპირებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დავუჩოქებთ.″-განაცხადა მან.

გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან საუბრისას იუნკერი ამბობს, რომ მან პრეზიდენტ ერდოღანს ბოლო შეხვედრაზე განუცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მკაფიო უნდა იყოს. იუნკერის თქმით, თურქეთში ძალიან ბევრი ევროკავშირის მომხრეები არიან, მაგრამ მთავრობა ამ საკითხში დიდად მოწადინებული არ არის.

″როგორც ჩანს, თურქეთი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს და ამის პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს. ევროკავშირი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შემწყვეტი მხარე არ იქნება, “მე ხელშეკრულებების ერთგული ვარ. ჩვენ 1999 წელს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი კანდიდატ ქვეყნად გამოვაცხადეთ. ეს ჯერ კიდე ძალაშია.″-განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ჟან-კლოდ იუნკერი ხაზგასმით აღნიშნავს, თურქეთმა ევროკავშირის წესებს პატივი უნდა სცეს და დასძენს, რომ ევროკავშირი, ისეთი ჩვეულებრივი გაერთიანება კი არ არის, არამედ საერთო ფასეულობების პატივისმცემი გაერთიანებაა.

http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/758195/AB_den_Turkiye_aciklamasi.html