აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია ძირითადად, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას შეეხება

აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია ძირითადად, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას შეეხება

ვიცით, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებას აპირებს და როგორც ვიცი, რეზოლუცია ძირითადად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას შეეხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინა ფრუიძემ ევროპარლამენტში, 15 ივნისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის პროექტის მიღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, აფგან მუხთარლის საკითხი ჩვენი იმიჯისთვის არ არის სასიამოვნო და მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დაწყებულია გამოძიება და იმედი მაქვს ნათელი მოეფინება ამ საქმეს", - განაცხადა ფრუიძემ.