ლენინგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ ენასთან დაკავშირებული ბარიერი

ლენინგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ ენასთან დაკავშირებული ბარიერი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენ არ ვართ ქართული ენის და მისი სკოლებში სწავლების წინააღმდეგი. მაგრამ ჩვენი ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ ან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ, ამიტომაც ჩვენ მათ შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, რათა თავიდან ავიცილოთ ენასთან დაკავშირებული ბარიერი.

ეროვნების მიუხედავად, ისინი, ვინც ლენინგორის რაიონში ცხოვრობენ, ჩვენი ხალხია“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა.

მან ასევე ისაუბრა ე.წ. მოქალაქეობის მინიჭებაზე. ბიბილოვის თქმით, იმ ხალხმა, ვინც მუდმივად ცხოვრობს ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პასპორტი უნდა მიიღოს“.