თორნიკე მამალაძე:  პატრიარქთან შესახვედრად სხვა შუამავლები გვყავს

თორნიკე მამალაძე: პატრიარქთან შესახვედრად სხვა შუამავლები გვყავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზის ოჯახს პატრიარქთან შესახვედრად სხვა შუამავლები ჰყავს.

როგორც თორნიკე მამალაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შუამავლებს შორის არიან, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები.

”სხვა შუამავლები არიან უკვე. ისინიც საპატრიარქოს თანამშრომლები არიან. სასულიერო პირებიც და საერო პირებიც”, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა მისი შუამავლობით პატრიარქთან შეხვედრის შანსი დაკარგა.

”მე პატრიარქთან ამ საკითხს მეორედ აღარ დავაყენებ. თუ ისინი სხვა შუამავალს ნახავენ, მე განა წინ გადავუდგები და ვინმეს შეხვედრას დავბლოკავ?!”, - განუცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე დღის წინ.

მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს, რასთან დაკავშირებითაც საპატრიარქოს პასუხს ამ დრომდე ელოდება.