ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს

ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს

15 ივნისს, ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღება იგეგმება. როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფგან მუხთარლის საქმესთან ერთად განხილული იქნება აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის საკითხი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. 30 მაისს კი ის ბაქოში აღმოჩნდა. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატმა განაცხადა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 29 მაისს თბილისში თავის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, აზერბაიჯანის საზღვარზე მიიყვანეს და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა ჩაუდეს.

30 მაისს მუხთარლის ბრალდება სამი მუხლით წაუყენეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ბაქოს საქალაქო სასამართლომ აფგან მუხთარლის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.