საქართველოში უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები იმყოფებიან

საქართველოში უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები იმყოფებიან

საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით, უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები იმყოფებიან. უკრაინელი დეპუტატები ხვალ პარლამენტში ქართველ კოლეგებს შეხვდებიან.

შეხვედრები დაგეგმილია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან და კომიტეტის წევრებთან, საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ხვალვე, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინელ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი მიიღებს.