საფრანგეთში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

საფრანგეთში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

საფრანგეთში, პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. პარიზში არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას 50 000 სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციელებთან ერთად მობილიზებულია სამხედრო დანაყოფიც. სამხედროები 67 000 საარჩევნო უბანზე არიან განაწილებული.