არ არსებობს წონადი მტკიცებულება იმისა, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია

არ არსებობს წონადი მტკიცებულება იმისა, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია

არ არსებობს წონადი მტკიცებულება იმისა, რომ სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოსორაულის ოჯახის ახლობელმა ირაკლი უჯირაულმა განუცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც მან აღნიშნა, უწყებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ოსორაულის კვალი 13 მაისს იკარგება. ”შეიძლება შეიქმნა ისეთი გარემოება, რომ ვიღაცას გაუჩნდა აზრი ოსორაულის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეხვედრაზე 21 აპრილის ვიდეომტკიცებულება ვნახეთ, სადაც ჩანს, რომ ოსორაული არის საღსალამათი და ჯანმრთელი. არ არსებობს წონადი მტკიცებულება იმისა, რომ ის არის სავარაუდოდ გარდაცვლილი. ამას კონკრეტული წყაროები ამბობენ, რომ იქ შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნა, ოსორაული შესაძლოა გარდაცვლილი იყოს, მაგრამ ამის მტკიცებითი ფორმით თქმა არ შეიძლება”, - განაცხადა ირაკლი უჯირაულმა.

მისივე თქმით, ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები ხელისუფლებას სთხოვენ, გააგრძელონ აქტიური მუშაობა ყველა მხარესთან, რათა დაკარგული მფრინავის ადგილსამყოფელი დადგინდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია დასრულდა.